суббота, 22 июня 2019 г.

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა - მაღალი სააზროვნო უნარების განვითარების ხელშეწყობა მოსწავლეებში

დააჭირეთ აქ და იხილეთ ჩემი კვლევა

გაკვეთილის გეგმა - პითაგორას თეორემა


გაკვეთილის თემა: პითაგორას თეორემა
საგანი: მათემატიკა
კლასი: მერვე
მოსწავლეთა რაოდენობა: 7
სსსმ მოსწავლეთა რაოდენობა: არ მყავს
მიზანი: VIII.9 მოსწავლეს შეუძლია ფიგურისა და მისი ელემენტების ზომების მოძებნა
● იყენებს ფიგურათა თვისებებს და ტოლი ფიგურების შესაბამისი ელემენტების შედარების მეთოდს ფიგურის ელემენტის უცნობი ზომის მოსაძებნად
VIII.10 მოსწავლეს შეუძლია გეომეტრიული დებულებების მართებულობის დასაბუთება
● იყენებს ალგებრულ გარდაქმნებს, ტოლობისა და უტოლობის თვისებებს გეომეტრიულ დებულებათა დასაბუთებისას.
მიზანი: გაკვეთილის ფარგლებში მოსწავლეები შეისწავლიან პითაგორას თეორემას,შეძლებენ მის დასაბუთებას, ალგებრული და გეომეტრიული ხერხების ინტეგრაციას. გამოიყენებენ პითაგორას თეორემას ამოცანების ამოხსნისას მართკუთხა სამკუთხედის ელემენტის უცნობი ზომის მოსაძებნად.
წინარე ცოდნა:1. მართკუთხა სამკუთხედი და მისი ელემენტები
                             2.იცის რიცხვის კვადრატი და კვადრატული ფესვი და შეუძლის მისი გამოყენება გამოთვლებში
                             3.იცის და იყენებს მართკუთხედის და კვადრატის ფართობის ფორმულებს
                            4.იცის შემოკლებული გამრავლების ფორმულების გამოყენება
                            5.აქვს ალგებრული გარდაქმნების შესრულების უნარ-ჩვევები

N
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდები
კლასის ორგანიზება
რესურსები
დრო
თითეული აქტივობის ბოლოს მოსწავლის შედეგი
1
მასწავლებელი ესალმება კლასს და აცნობს გაკვეთილის მიზნებს. წინარე ცოდნის გააქტიურება საშინაო დავალების ამოცანების განხილვით და მასთან დაკავშირებული კითხვებით
ვერბალური ახსნა



კითხვა - პასუხი
მთელ კლასთან
გაკვეთილის მიზნები



საშინაო დავალების რვეულები
2წთ




3წთ
მოსწავლეებს ეცოდინებათ გაკვეთილის მიზნები

შეამოწმებენ საშინაო დავალებას
2
კლასის მოტივაციის გააქტიურება მოსწავლეთა მიერ წინასწარ მოძიებული ინფორმაციის მოკლე პრეზენტაციით: „პითაგორა და პითაგორელები“.
პითაგორას თეორემის ჩამოსაყალიბებლად მოსწავლეები ატარებენ ცდას, რითაც უნდა გავარკვიოთ დამოკიდებულება მართკუთხა სამკუთხედის კათეტებსა და ჰიპოტენუზას შორის. ამისთვის საჭირო იქნება წყვილებში მუშაობა, ჯგუფებში მუშაობა, ერთმანეთის დახმარება.
მასწავლებელი შეახსენებს წყვილებში, ჯგუფებში მუშაობის,პრეზენტაციის შეფასების რუბრიკებს.














მასწავლებლის საუბარი
მთელ კლასთან













მთელ კლასთან
კომპიუტერი
ინტერნეტი







ჯგუფური მუშაობის,პრეზენტაციის შეფასების რუბრიკები
5წთ
მოსწავლეები გაეცნობიან პითაგორას ბიოგრაფიას










ეცოდინებათ შეფასების კრიტერიუმები
3
მასწავლებელი მოსწავლეებს აწყვილებს და წყვილებს ეძლევათ დავალება:
I მართკუთხა სამკუთხედი, რომლის კათეტებია 3სმ და 4სმ
(დახაზულია უჯრიან ფურცელზე) მოსწავლეებს ევალებათ წინასწარ დამზადებული უჯრიანი სახაზავით გაზომონ კათეტები და ჰიპოტენუზა და შეამოწმონ რას უდრის 3²+4²

II  წყვილი
მართკუთხა სამკუთხედი კათეტებით 6 და 8

III წყვილი
მართკუთხა სამკუთხედი კათეტებით 5 და 12

სამივე წყვილი აკეთებს მოკლე პრეზენტაციას და ავსებს დაფაზე გამოკრულ ცხრილს.
მასწავლებელი აკეთებს შეჯამებას რომ მართკუთხა სამკუთხედში კათეტების კვადრატების ჯამი ჰიპოტენუზის კვადრატია.
ჩამოვაყალიბოთ პითაგორას თეორემა ისე როგორც მას თავდაპირველად აღმოჩენისა და დასაბუთების პირველ წლებში ჩამოაყალიბებდნენ: მართკუთხა სამკუთხედის კათეტებზე აგებული კვადრატების ფართობების ჯამი ჰიპოტენუზაზე აგებული კვადრატის ფართობის ტოლია(ვიდეო მასალის ჩვენება თემაზე: პითაგორას თეორემის დასაბუთება)

დამოუკიდებელი მუშაობა



























მასწავლებლის საუბარი
წყვილებში მუშაობა



























მთელ კლასთან
დავალების ბართები, უჯრიანი სახაზავი



























პროექტორი, ვიდეო მასალა, კომპიუტერი.
7წთ






































3წთ
ამ ცდის შემდეგ მოსწავლეები დაასკვნიან რომ მართკუთხა დამკუთხედში კათეტების კვადრატების ჯამი ჰიპოტენუზის კვადრატის ტოლია.
4
გავეცნოთ პითაგორას თეორემის დასაბუთების სხვა ხერხს, ამისთვის მოგვიწევს ჯგუფებში მუშაობა. მოსწავლეებს ვყოფთ ორ ჯგუფად და ეძლევათ დავალება: დაასაბუთეთ პითაგორას თეორემა მოცემული სურათის მიხედვით:
I ჯგუფი:

          a               b
Text Box: cccccss          b  b
 

ba                                    a


a                                    b


         b                a     


                   c
II ჯგუფი

                                         c

AA

 

                                                   b

     b              a                b


● ორივე ჯგუფის რომელიმე წევრი აკეთებს პრეზენტაციას(პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა თან ერთვის)
დამოუკიდებელი მუშაობა.პრეზენტაცია
ჯგუფური მუშაობა 4 კაციანი ჯგუფი.
დავალების ბარათები ნახაზით რის მიხედვითაც ასაბუთებენ პითაგორას თეორემას.
12წთ
მოსწავლეები შეძლებენ პითაგორას თეორემის დასაბუთებას სხვადასხვა ხერხით.



მოსწავლეები შეძლებენ დასაბუთებას ალგებრული და გეომეტრიული ხერხების ინტეგრაციას.
5
ამოცანა N8 გვ 150
ამოცანა N9
დამოუკიდებელი მუშაობა
ინდივიდუალური მუშაობა
სახელმძღვანელო
4წთ
4წთ
მოსწავლეები შეძლებენ პითაგორას თეორემის გამოყენებას მართკუთხა სამკუთხედის ელემენტის უცნობი ზომის მოსაძებნად.
6
მოსწავლეებს შევუჯამებთ ნასწავლ მასალას. ისინი გაეცვნენ პითაგორას ბიოგრაფიას, ბითაგორას თეორემას მისი დასაბუთების სხვადასხვა გზას.გაიწაფნენ პითაგორას თეორემის გამოყენებით ამოცანების ამოხსნაში. მასწავლებელი მოსწავლეებს ურიგებს თვითშეფასების და ურთიერთშეფასების ფურცლებს და მოსწავლეები ავსებენ. საშინაო დავალებად(ამოცანა 9,12,13) მოსწავლეებს მოუწევთ ანალოგიური დავალებების შესრულება.












ინსტრუქტაჟი












მთელ კლასთან












სახელმძღვანელო
3წთ











2წთ



მოსწავლეები შეძლებენ კრიტერიუმებზე დაყრდნობით საკუთარი თავისა და თანატოლის შეფასებას.

მოსწავლეები შეძლებენ საშინაო დავალების ჩანიშვნას.

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგი:  მოსწავლეები შეისწავლიან პითაგორას თეორემას,შეძლებენ მის დასაბუთებას სხვადასხვა ხერხით,გამოიყენებენ ამოცანების ამოხსნისას მართკუთხა სამკუთხედის ელემენტის უცნობი ზომის მოსაძებნად.
შეფასების ფორმა: განმავითარებელი (შეფასების რუბრიკები თან ერთვის)






რეფლექსია ჩატარებულ გაკვეთილზე
     ჩემი გაკვეთილის მიზანი იყო - მოსწავლემ შეისწავლოს პითაგორას თეორემა, შეძლოს მისი დასაბუთება სხვადასხვა ხერხით, გამოიყენოს იგი ამოცანების ამოხსნისას.
     გამოწვევის ფაზაზე საშინაო დავალების განხილვასთან ერთად დავსვი შეკითხვები წინარე ცოდნის გასააქტიურებლად.
     ეფექტური იყო კლასის მოტივაციის გაზრდა მოსწავლეთა მიერ მოძიებული ინფორმაციის მოკლე პრეზენტაციით თემაზე: „პითაგორა და პითაგორელები“. რამაც ჩემი აზრით გააღრმავა მოსწავლეთა ინტერესი საკითხის მიმართ,ვფიქრობ მოვახერხე ყურადღების მობილიზება.
     მოსწავლეებმა წყვილებში მუშაობით ჩაატარეს ცდა: შეამოწმეს უჯრიანი სახაზავის საშუალებით კონკრეტულ მაგალითებზე რას უდრის კათეტების კვადრატების ჯამი. რაც ხელს უწყობს არგუმენტირებული მსჯელობით დასკვნის გამოტანის უნარის განვითარებას.
     სიღრმისეული წვდომის ფაზაზე მრავალფეროვანი თვალსაჩინოების გამოყენებით მოსწავლეებმა იხილეს პითაგორას თეორემის სხვადასხვა დასაბუთება,რომლის აქტიური მონაწილეები თავად იყვნენ. ჯგუფური მუშაობის დროს დავალების ბარათებზე მოცემული ნახაზის მიხედვით მოსწავლეებმა შეძლეს პითაგორას თეორემის დასაბუთების ალგებრული და გეომეტრიული ხერხების ინტეგრაცია. მოსწავლეებისთვის საინტერესო იყო ვიდეო მასალის ჩვენებაც: „პითაგორას თეორემის დასაბუთება“.
     გაკვეთილის განმავლობაში ვცდილობდი დავხმარებოდი მოსწავლეებს მიმანიშნებელი შეკითხვებით თან მიმეცა გაკვეთილზე აქტიურად ჩართვის საშუალება. მართლაც მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული საგაკვეთილო პროცესში,მსჯელობდნენ არგუმენტირებულად, მიღებულ დასკვნებს იყენებდნენ ამოცანების ამოხსნისას ამიტომ ვთვლი რომ მივაღწიე გაკვეთილით განსაზღვრულ მიზანს.
     ვინაიდან გაკვეთილის ორგანიზების ფორმა გახლდათ წყვილებში, 3-4 კაციან ჯგუფებში, მთელ კლასთან მუშაობა, გაკვეთილის დასაწყისშივე შევახსენე წყვილებში, ჯგუფებში და კლასში მუშაობის წესები, შეფასების კრიტერიუმები.
     გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებს დავურიგე თვითშეფასების და თანატოლთა შეფასების ფურცლები (თან ახლდა შეფასების კრიტერიუმები).
     კლასში სსმ მოსწავლე არ მყავს.
     გაკვეთილი გეგმის მიხედვით წარიმართა და არ დამჭირდა კორექტივების შეტანა, თუმცა ახლა ვფიქრობ რომ გამოიკვეთა რამდენიმე საკითხი, რომელიც აუცილებლად უნდა გავითვალისწინო:
● განმავითარებელი შეფასების დროს მოსწავლეებს უფრო კონკრეტულად განუმარტო რაში დაიმსახურეს მათ შეფასება.
● თვითშეფასების და თანატოლთა შეფასების კრიტერიუმების უფრო დაწვრილებით გაცნობა, რათა მათი შეფასება იყოს ობიექტური.


 

საინტერესო ფიზიკა

ლექციები მათემატიკაზე

ლაბორატორიული ფიზიკაში

Blogroll