|
N
|
აქტივობის აღწერა
|
გამოყენებული მეთოდები
|
კლასის ორგანიზება
|
რესურსები
|
დრო
|
თითეული აქტივობის ბოლოს მოსწავლის შედეგი
|
|||
|
1
|
მასწავლებელი ესალმება კლასს და აცნობს გაკვეთილის მიზნებს. წინარე ცოდნის
გააქტიურება საშინაო დავალების ამოცანების განხილვით და მასთან დაკავშირებული კითხვებით
|
ვერბალური ახსნა
კითხვა - პასუხი
|
მთელ კლასთან
|
გაკვეთილის მიზნები
საშინაო დავალების რვეულები
|
2წთ
3წთ
|
მოსწავლეებს ეცოდინებათ გაკვეთილის მიზნები
შეამოწმებენ საშინაო დავალებას
|
|||
|
2
|
კლასის მოტივაციის გააქტიურება მოსწავლეთა მიერ წინასწარ მოძიებული ინფორმაციის
მოკლე პრეზენტაციით: „პითაგორა და პითაგორელები“.
პითაგორას თეორემის ჩამოსაყალიბებლად მოსწავლეები ატარებენ ცდას, რითაც
უნდა გავარკვიოთ დამოკიდებულება მართკუთხა სამკუთხედის კათეტებსა და ჰიპოტენუზას
შორის. ამისთვის საჭირო იქნება წყვილებში მუშაობა, ჯგუფებში მუშაობა, ერთმანეთის
დახმარება.
მასწავლებელი შეახსენებს წყვილებში, ჯგუფებში მუშაობის,პრეზენტაციის
შეფასების რუბრიკებს.
|
მასწავლებლის საუბარი
|
მთელ კლასთან
მთელ კლასთან
|
კომპიუტერი
ინტერნეტი
ჯგუფური მუშაობის,პრეზენტაციის შეფასების რუბრიკები
|
5წთ
|
მოსწავლეები გაეცნობიან პითაგორას ბიოგრაფიას
ეცოდინებათ შეფასების კრიტერიუმები
|
|||
|
3
|
მასწავლებელი მოსწავლეებს აწყვილებს და წყვილებს ეძლევათ დავალება:
I მართკუთხა
სამკუთხედი, რომლის კათეტებია 3სმ და 4სმ
(დახაზულია უჯრიან ფურცელზე) მოსწავლეებს ევალებათ წინასწარ დამზადებული
უჯრიანი სახაზავით გაზომონ კათეტები და ჰიპოტენუზა და შეამოწმონ რას უდრის 3²+4²
II წყვილი
მართკუთხა სამკუთხედი კათეტებით 6 და 8
III წყვილი
მართკუთხა სამკუთხედი კათეტებით 5 და 12
სამივე წყვილი აკეთებს მოკლე პრეზენტაციას და ავსებს დაფაზე გამოკრულ
ცხრილს.
მასწავლებელი აკეთებს შეჯამებას რომ მართკუთხა სამკუთხედში კათეტების
კვადრატების ჯამი ჰიპოტენუზის კვადრატია.
ჩამოვაყალიბოთ პითაგორას თეორემა ისე როგორც მას თავდაპირველად აღმოჩენისა
და დასაბუთების პირველ წლებში ჩამოაყალიბებდნენ: მართკუთხა სამკუთხედის კათეტებზე
აგებული კვადრატების ფართობების ჯამი ჰიპოტენუზაზე აგებული კვადრატის ფართობის ტოლია(ვიდეო
მასალის ჩვენება თემაზე: პითაგორას თეორემის დასაბუთება)
|
დამოუკიდებელი მუშაობა
მასწავლებლის საუბარი
|
წყვილებში მუშაობა
მთელ კლასთან
|
დავალების ბართები, უჯრიანი სახაზავი
პროექტორი, ვიდეო მასალა, კომპიუტერი.
|
7წთ
3წთ
|
ამ ცდის შემდეგ მოსწავლეები დაასკვნიან რომ მართკუთხა დამკუთხედში კათეტების
კვადრატების ჯამი ჰიპოტენუზის კვადრატის ტოლია.
|
|||
|
4
|
გავეცნოთ პითაგორას თეორემის დასაბუთების სხვა ხერხს, ამისთვის მოგვიწევს
ჯგუფებში მუშაობა. მოსწავლეებს ვყოფთ ორ ჯგუფად და ეძლევათ დავალება: დაასაბუთეთ
პითაგორას თეორემა მოცემული სურათის მიხედვით:
I ჯგუფი:
a b
b b![]()
ba a
a b
b a
![]() c
II ჯგუფი
![]() c
AA
b
b a b
● ორივე ჯგუფის რომელიმე წევრი აკეთებს პრეზენტაციას(პრეზენტაციის შეფასების
რუბრიკა თან ერთვის)
|
დამოუკიდებელი მუშაობა.პრეზენტაცია
|
ჯგუფური მუშაობა 4 კაციანი ჯგუფი.
|
დავალების ბარათები ნახაზით რის მიხედვითაც ასაბუთებენ პითაგორას თეორემას.
|
12წთ
|
მოსწავლეები შეძლებენ პითაგორას თეორემის დასაბუთებას სხვადასხვა ხერხით.
მოსწავლეები შეძლებენ დასაბუთებას ალგებრული და გეომეტრიული ხერხების
ინტეგრაციას.
|
|||
|
5
|
ამოცანა N8 გვ 150
ამოცანა N9
|
დამოუკიდებელი მუშაობა
|
ინდივიდუალური მუშაობა
|
სახელმძღვანელო
|
4წთ
4წთ
|
მოსწავლეები შეძლებენ პითაგორას თეორემის გამოყენებას მართკუთხა სამკუთხედის
ელემენტის უცნობი ზომის მოსაძებნად.
|
|||
|
6
|
მოსწავლეებს შევუჯამებთ ნასწავლ მასალას. ისინი გაეცვნენ პითაგორას ბიოგრაფიას,
ბითაგორას თეორემას მისი დასაბუთების სხვადასხვა გზას.გაიწაფნენ პითაგორას თეორემის
გამოყენებით ამოცანების ამოხსნაში. მასწავლებელი მოსწავლეებს ურიგებს თვითშეფასების
და ურთიერთშეფასების ფურცლებს და მოსწავლეები ავსებენ. საშინაო დავალებად(ამოცანა
9,12,13) მოსწავლეებს მოუწევთ ანალოგიური დავალებების შესრულება.
|
ინსტრუქტაჟი
|
მთელ კლასთან
|
სახელმძღვანელო
|
3წთ
2წთ
|
მოსწავლეები შეძლებენ კრიტერიუმებზე დაყრდნობით საკუთარი თავისა და თანატოლის
შეფასებას.
მოსწავლეები შეძლებენ საშინაო დავალების ჩანიშვნას.
|